საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც „კო­ვიდ-19“-ით გა­მოწ­ვე­ულ ახ­ალ რე­ჟიმ­ში მყოფ­თა ერთ დღეს შეც­ვლის

 „ამ „დი­ადი“ ვი­რუ­სის ჟამს სახ­ლში მოწყე­ნი­ლი ვი­ჯე­ქი, რო­ცა ფოს­ტა­ზე თსუ-ის გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რის­გან წე­რი­ლი მი­ვი­ღე. აღ­მოჩ­ნდა, რომ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ზე გა­დას­ვლის გა­მო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თიც დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ობ­აზე გა­და­დის, რაც ნიშ­ნავს, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, გა­ზე­თი დრო­ებ­ით ვე­ღარ და­იბ­ეჭ­დე­ბა. თუმ­ცა, ჩვენ ხომ დი­დი ხა­ნია, ინ­დუს­ტრი­ულ­იდ­ან ინ­ფორ­მა­ცი­ულ სა­ზო­გა­დო­ებ­აზე გა­და­ვერ­თეთ. დღეს კი დის­ტან­ცი­ური მა­სა­ლე­ბის, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ება გა­ცი­ლე­ბით ხელ­შე­სა­ხე­ბი და მარ­ტი­ვია, რაც გვაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას, ვთქვათ, რომ, სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში მსგავ­სი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი საკ­მა­ოდ ეფ­ექ­ტუ­რი და ხელ­საყ­რე­ლი უნ­და იყ­ოს, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ეს რე­ალ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხიბ­ლს ვერ ჩა­ან­აც­ვლებს“, — ეს პა­ტა­რა მე­სი­ჯი და­წე­რა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის სპე­ცი­ალ­ობ­ის მე­ორე კურ­სის სტუ­დენ­ტმა დეა ცო­მაიამ თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის დაგ­ზავ­ნილ კითხვა­რებ­ზე ერთ-ერთ პა­სუხ­ში და გრა­ფა­ში — რას მის­დევთ? რას ქმნით? რა არ­ის შე­ნი ჰო­ბი? — გვი­პა­სუ­ხა, რომ წერს ჩა­ნა­ხა­ტებს და ხა­ტავს. ეს პა­სუ­ხი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა იმ­ის­ათ­ვის, რომ დე­ას პი­რა­დად დავ­კავ­ში­რე­ბო­დი და მინ­და გითხრათ, რომ სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო ად­ამი­ანს წა­ვაწყდი. გად­მო­მიგ­ზავ­ნა თა­ვი­სი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი და შემ­დეგ უკ­ვე ნა­ხა­ტე­ბი. პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხვდა, მი­სი ბუ­ნე­ბაა. წე­რის დროს ხომ მთლი­ან­ად იშ­იფ­რე­ბა ად­ამი­ანი, რაც არ უნ­და ფან­ტა­ზი­ებ­ით „აფ­ერ­ად­ოს“ ნა­წე­რი. მივ­ხვდი, რომ ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რე­ალ­ობ­ის პი­რო­ბებ­ში ჩა­უკ­არ­გავ და სი­ცოცხლის­თვის სა­ღად მებ­რძოლ დიდ-პა­ტა­რა გო­გოს მი­ვა­გე­ნი, რომ­ლის­თვი­საც ქარ­თუ­ლი ფა­სე­ულ­ობ­ები ის­ეთ­ივე ძვირ­ფა­სია, რო­გორც მათ­თვის, ვინც ხში­რად ოხ­რავს — „ეს ახ­ალ­გაზ­რდო­ბა რო­გო­რი გა­იზ­რდე­ბა? რა ეყ­ვა­რე­ბა? რას და­აფ­ას­ებს?“-ო... ამ კითხვა­ზე დე­ას ბუ­ნე­ბა პა­სუ­ხობს მი­სი­ვე ფან­ტა­ზი­ებ­ით თუ რე­ალ­ობ­ის აღ­ქმით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­ხა­ტის თუნ­დაც ამ სტრი­ქო­ნე­ბით: „არ და­ვიწყებ წი­ნას­წარ­მეტყვე­ლე­ბას იმ­აზე, თუ რო­გორ დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ად­რე და­ვობ­ლდი და ბე­ბი­ამ გამ­ზარ­და. არ­ას­დროს მიგ­რძვნია სი­ცი­ვე ან სი­ღა­რი­ბე, მაგ­რამ მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბე­ბით ვსაზ­რდო­ობ­დი. ყო­ველ­თვის მქონ­და მი­ზა­ნი, რომ ჩე­მი მდგო­მა­რე­ობა უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ შე­მეც­ვა­ლა. სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლე­ბელ­ში ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა ჩე­მი შე­მო­სა­ვა­ლი მჭირ­დე­ბო­და, საწყა­ლი ბე­ბი­აც მი­სი პენ­სი­ით მარ­ჩენ­და და მას მე­ტად კი­სერ­ზე ვე­ღარ და­ვაწ­ვე­ბო­დი. ერ­თხელ სას­წავ­ლე­ბელ­ში რომ მივ­დი­ოდი, ტრავ­მა­ის გა­ჩე­რე­ბა­ზე უც­ნა­ურ გან­ცხა­დე­ბას მოვ­კა­რი თვა­ლი. მი­სა­მარ­თი ჩა­ვი­ნიშ­ნე, დავ­რე­კე და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე რომ მი­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე ჟან­დი­ნის უზ­არ­მა­ზა­რი და თვალ­წარ­მტა­ცი გა­ლე­რეა, სა­დაც ერ­თი ფრან­გუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი შე­მო­მე­გე­ბა. მო­მე­სალ­მა და ღი­მი­ლით მითხრა: -მოხ­ვე­დი? — მი­ვე­სალ­მე და ხე­დით ტკბო­ბა გან­ვაგ­რძე, მან კი მო­წი­წე­ბით მითხრა, რომ კვი­რა­ში ერ­თხელ მოლ­ბერ­ტე­ბი უნ­და გა­მეწ­მინ­და. არ­ანა­ირი სამ­სა­ხუ­რი არ მე­თა­კი­ლე­ბო­და, ამ­იტ­ომ სი­ამ­ოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. იქ მქონ­და სა­შუ­ალ­ება სა­ათ­ობ­ით მე­ყუ­რე­ბი­ნა გა­მო­ჩე­ნი­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­ხა­ტე­ბის­თვის, შე­მეგ­რძნო ხე­ლოვ­ნე­ბის სიღ­რმე­ები და მძაფ­რად და­მე­ნა­ხა სა­კუ­თა­რი ყო­ფა“ (ამ­ონ­არ­იდი ჩა­ნა­ხა­ტი­დან — „შე­მოდ­გო­მის ნა­ხან­ძრა­ლი ტყე­ები“).

მე-10 კლას­ში იყო, რო­ცა ქარ­თუ­ლი ენ­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა ბავ­შვებს სკო­ლა­ში მი­სუ­ლი გა­ნაცხა­დი წა­უკ­ითხა მხატ­ვრუ­ლი წე­რის ოლ­იმ­პი­ად­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. „სა­თა­ურ­მა მი­მი­ზი­და და გა­დავ­წყვი­ტე მე­ცა­და წე­რა... სწო­რედ ეს ოლ­იმ­პი­ადა იყო გა­მოწ­ვე­ვა — სა­კუ­თარ თავ­ში პა­ტა­რა მწე­რა­ლი გა­მეღ­ვი­ძე­ბი­ნა,“ — გვწერს დეა ცო­მაია. მოს­წონს ფიქ­რი და კითხვე­ბის დას­მა, ხში­რად არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზეც წერს პა­ტარ-პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტებს და შემ­დგომ ამ ყვე­ლა­ფერს მი­სი­ვე ნა­ხა­ტე­ბით ას­ურ­ათ­ებს. ხა­ტავს 2 წლი­დან. „უს­აყ­ვარ­ლე­სი ბე­ბია მყავ­და, ერ­თად ვის­ხე­დით და ყვე­ლა­ფერს წარ­მო­სახ­ვით ვხა­ტავ­დით. სწავ­ლი­სა და დრო­ის დე­ფი­ცი­ტის გა­მო დიდ ას­აკ­ში ვე­ღარ ვუთ­მობ­დი ხატ­ვას დროს, თუმ­ცა მე-9 კლას­ში სა­ოც­არი ად­ამი­ანი გა­ვი­ცა­ნი, რო­მელ­მაც კვლავ მი­ბიძ­გა ხატ­ვის­კენ. ჯგუ­ფურ გა­მო­ფე­ნებ­ში ბავ­შვო­ბი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი“, — გვწერს დეა. მი­სი რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვა­რი პო­ლო­ნე­თის სა­გა­მო­ფე­ნო ინ­დუს­ტრი­აშ­იც გა­აგ­ზავ­ნეს, შემ­დეგ, სამ­გო­რის გამ­გე­ობ­ის ეგ­იდ­ით, მი­სი ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნით ჭირ­ნა­ხუ­ლის ქუ­ჩა გა­იხ­სნა, ხო­ლო პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა 15 წლის ას­აკ­ში ჰქო­ნია. მას მე­რე მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო არტ-ღო­ნის­ძი­ებ­ასა თუ პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი. ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, დეა მხოლოდ დღეს გა­ვი­ცა­ნით — ცხოვ­რე­ბის რიტ­მის შეც­ვლა­სა და „ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­საც“ ჰქო­ნია თა­ვი­სი ხიბ­ლი, რად­გან სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლებ­მა, რო­გორც იქ­ნა, მო­ვი­ცა­ლეთ ად­ამი­ან­ებ­ის „და­სა­ნა­ხად“ — თურ­მე, ვინ ყო­ფი­ლან ის­ინი?

მუ­შა­ობა პირ­ველ კურ­სზე და­იწყო რა­დი­ოში — „სა­ქარ­თვე­ლოს ხმა — FM 107.9“. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო, ახ­ლა კი მი­სი­ვე სა­ავ­ტო­რო პო­ლი­ტი­კურ-ფი­ლო­სო­ფი­ური და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­და­ცე­მის — „ლი­ტე­რას“ წამ­ყვა­ნია. „ალ­ბათ, ყვე­ლას გა­უგ­ონია ფრა­ზა, რომ „თი­თოეული წარ­მა­ტე­ბის უკ­ან ძლი­ერი ად­ამი­ან­ები დგა­ნან“. ამ­იტ­ომ ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი დე­დას მად­ლო­ბას, ად­ამი­ანს, რო­მელ­მაც მი­სი სამ­ყა­რო მან­დო, რომ­ლის სუ­ლის ან­არ­ეკ­ლიც ვარ და ურ­ომ­ლი­სო­დაც მე ას­ეთი არ­ას­დროს ვიქ­ნე­ბო­დი“, — მწერს დეა.

...

დარ­ჩით სახ­ლში იმ „ყო­ველ­დღი­ურ­ობ­ის“ და­საბ­რუ­ნებ­ლად, რო­მე­ლიც ყვე­ლას ასე გვაკ­ლია

ის, რომ ბედ­ნი­ერ­ები ვყო­ფილ­ვართ თურ­მე ამ ­ახ­ალ კო­რო­ნა­ვი­რუ­სამ­დე და ბევრ რა­მეს ვერ ვაც­ნო­ბი­ერ­ებ­დით, ვერ ვგრძნობ­დით და ვერ ვა­ფა­სებ­დით — ეს გან­ცდე­ბი სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში ყვე­ლა სა­ხის ად­ამი­ან­თა ნა­წე­რე­ბი­დან ჩანს. მო­მა­ვა­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის ხედ­ვაც ჩვენს ამ შე­ფა­სე­ბას ემ­თხვე­ვა: „სა­გა­ზაფხუ­ლო სე­მეს­ტრის დად­გო­მას დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვე­ლო­დი, რად­გან ყო­ვე­ლი ახ­ალი კურ­სი ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვის ან­ალ­ოგია. თუმ­ცა, გა­ზაფხუ­ლის მოს­ვლას­თან ერ­თად, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ახ­ალ­მა „პა­რა­ზიტ­მა“ შე­მო­ან­ათა — კო­რო­ნა­ვი­რუ­სის სა­ხით. რთუ­ლია, რო­ცა გრძნობ და აან­ალ­იზ­ებ, თუ რამ­ხე­ლა სა­შიშ­რო­ებ­ის წი­ნა­შე დგას რო­გორც მსოფ­ლიო, ას­ევე შე­ნი ქვე­ყა­ნა. ას­ევე, რთუ­ლია სახ­ლის რუ­ტი­ნას­თან შე­გუ­ებ­აც, რად­გან სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ვი ცხოვ­რე­ბი­დან ფაქ­ტობ­რივ კო­ლაფ­სში, ანუ უძ­რა­ობ­აში აღ­მოვ­ჩნდით. ამ დროს ჩვე­ნი ფსი­ქო­ლო­გია მუდ­მივ ფიქ­რსა და დი­ლე­მა­შია, რად­გან ჩვენ ეკ­ზის­ტენ­ცი­ალ­ურ „მე“-ს არ შე­უძ­ლია მყო­ფა­დი პრობ­ლე­მის მხედ­ვე­ლო­ბის ზო­ნი­დან გაქ­რო­ბა, იგ­ნო­რი­რე­ბა ან გვერ­დის ავ­ლა. თუმ­ცა, მე­ორე მხრივ, დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის მქო­ნე ად­ამი­ან­ები გა­ცი­ლე­ბით მეტ დროს ატ­არ­ებ­ენ ოჯ­ახ­ებ­თან. ას­ევე, სო­ცი­ალ­ურ სივ­რცე­ებ­ში გაჩ­ნდა იუმ­ორ­ის­ტუ­ლი შარ­ჟე­ბი და რო­გორც ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი იტყო­და — „თი­თოეული დღე და­კარ­გუ­ლია იუმ­ორ­ის გა­რე­შე“.

მე სა­უკ­უნო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ, იქ, სა­დაც მოღ­ვა­წე­ობ­დნენ და მოღ­ვა­წე­ობ­ენ: ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ალ­ექ­სან­დრე ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, თა­მაზ გამ­ყრე­ლი­ძე და სხვა სა­ხე­ლო­ვა­ნი ად­ამი­ან­ები. ამ­იტ­ომ, დავ­სვათ მარ­ტი­ვი კითხვა, რა არ­ის ჩვენ­თვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი? — ეს არ­ის პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო დიდ­ში, ცოდ­ნის სახ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბა, სივ­რცე, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი ლექ­ცი­აზე ახ­ლის შე­მეც­ნე­ბის იმ­ედ­ით მი­დი­ან; ას­ევე, ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ალ­ება, აზ­რობ­რი­ვი გარ­და­ტე­ხე­ბის სა­თა­ვე, პო­ლე­მი­კი­სა და დე­ბა­ტე­ბის წარ­მო­ებ­ის სივ­რცე, თა­ნაც ისე, რომ მხა­რე­ები სწორ და ად­ეკ­ვა­ტურ პო­ზი­ცი­ას იც­ავ­დნენ და ად­გი­ლი, სა­დაც ინ­დი­ვი­დი — პრო­ფე­სი­ულ­ად შემ­დგარ „პი­როვ­ნე­ბად“ უნ­და გარ­და­იქ­მნას.

სი­მარ­თლე გითხრათ, ამ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­საც შე­ვეჩ­ვიე. რა­ღაც დო­ზით კარ­გია, რად­გან მუდ­მი­ვად სადღაც არ გეჩ­ქა­რე­ბა... თუმ­ცა მი­ჭირს, რად­გან ცოცხალ პო­ლე­მი­კა­სა და ემ­ოცი­ებს ვარ მოწყუ­რე­ბუ­ლი. ჩე­მი ლექ­ტო­რე­ბი მო­მე­ნატ­რა ძა­ლი­ან, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ცალ­კე სი­ამ­ოვ­ნე­ბაა. ჩვენ ახ­ლა ბევ­რი დრო გვაქ­ვს იმ­აზე სა­ფიქ­რე­ლად, თუ რა იყო მა­ნამ, რა არ­ის ახ­ლა ან რა იქ­ნე­ბა შემ­დგომ, ამ­იტ­ომ ეპ­იდ­ემი­ის ჩავ­ლას­თან ერ­თად, ვფიქ­რობ, თი­თოეული სტუ­დენ­ტი უფ­რო მე­ტად და­აფ­ას­ებს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, მის საქ­მი­ან­ობ­ასა და რე­ალ­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის თან­მდე­ვია. დარ­ჩით სახ­ლში იმ „ყო­ველ­დღი­ურ­ობ­ის“ და­საბ­რუ­ნებ­ლად, რო­მე­ლიც ყვე­ლას ასე გვაკ­ლია!“ — ეს მო­ნო­ლო­გი იმ დიდ-პა­ტა­რა გო­გოს ეკ­უთ­ვნის, რო­მელ­საც, შე­იძ­ლე­ბა, ად­რე ბევ­რჯერ გას­ჭირ­ვე­ბია, მაგ­რამ არ და­უწ­უწ­უნია; სტუ­დენ­ტო­ბის ას­აკ­ში­ვე მუ­შა­ობ­ის დაწყე­ბა სცა­და, თა­ნაც თა­ვი­დან დი­დი არ­ჩე­ვა­ნი­სა და ტუ­ჩის ამ­რე­ზის გა­რე­შე — მას ხომ არ­აფ­რის კე­თე­ბა არ ეთ­აკ­ილ­ება. რამ­დენ­ჯე­რაც სუ­ლი­ერ­ად გა­უჭ­ირ­და, დაჯ­და და წე­რა, მო­იმ­არ­ჯვა ხელ­ში ფან­ქა­რი და ხა­ტა — მან ეს ყვე­ლა­ფე­რი შექ­მნა! და არა და­ან­გრია, და­ან­აკ­უწა, გა­და­აგ­დო, გა­იბ­ერა... დღეს იც­ის, თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბის­თვის მად­ლო­ბა ვის უთხრას... „ბო­დიშს“ ხში­რად არ ამ­ბობს, რად­გან, ალ­ბათ, ცო­ტა და­უშ­ავ­ებია შე­სა­ბა­მი­სი სიტყვის სათ­ქმე­ლად... დღე­ვან­დელ რთულ დროს, რო­ცა თვი­თი­ზო­ლა­ცი­იდ­ან და კა­რან­ტი­ნი­დან უპ­ას­უხ­ის­მგებ­ლო ზო­გი­ერ­თი ად­ამი­ანი გა­მორ­ბის, სახ­ლში მო­ბი­ლი­ზე­ბულ დე­ას თა­ვი­სი დღის გან­რი­გი აქ­ვს და მარ­თავს ემ­ოცი­ებს — ვის მი­ეს­ალ­მოს, ვის გა­მო­ეპ­ას­უხ­ოს, ვის რა უთხრას შო­რი­დან... შო­რი­და­ნაც ეს ად­ამი­ანი იმ ცი­ცი­ნა­თე­ლა­სა­ვით ჩანს, რო­მე­ლიც ად­გილ-ად­გილ სიბ­ნე­ლეს ან­ათ­ებს... ეს შე­და­რე­ბაც მის­მა ფრა­ზებ­მა მათ­ქმე­ვი­ნა, რო­მე­ლიც პა­სუ­ხად მი­ვი­ღე კითხვა­ზე — ფი­ლო­სო­ფია და ღმერ­თი — ამ თე­მა­საც ხომ არ შე­ავ­ლე თვა­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის ამ დი­დი გან­საც­დე­ლის ჟამ­სთქო და მან მი­პა­სუ­ხა: „მსგავს კითხვა­ზე პა­სუხს თავს ვა­რი­დებ ხოლ­მე, თუმ­ცა მოკ­ლედ გი­პა­სუ­ხებთ. ალ­ბათ, საკ­მა­ოდ კარ­გად აღ­ნიშ­ნა არ­ტურ შო­პენ­ჰაუერმა, რომ „რე­ლი­გია ცი­ცი­ნა­თე­ლას ჰგავს: იმ­ის­თვის, რომ გა­ან­ათ­ონ, მათ სიბ­ნე­ლე სჭირ­დე­ბათ". ხში­რად კი ამ სიბ­ნე­ლი­დან გა­მო­სა­ვა­ლი სა­კუ­თარ ცნო­ბი­ერ­ში იმ რწმე­ნის აღ­მო­ჩე­ნაა, რო­მე­ლიც ად­ამი­ან­ის სულს ეფ­ინ­ება, გო­ნე­ბას ხსნის და ნე­ბის­მი­ერ დაბ­რკო­ლე­ბას­თან ბრძო­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას უჩ­ენს“.

ავ­ტო­რი: ნი­ნო კა­კუ­ლია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეა ცომაიას ნახატები

თარიღი: 03/04/2020